მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

24.05.25 14:53
მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

10-დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს -  ამის შესახებ "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

მას მაშველები 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. ის მდინარეში ავტომანქანით გადავარდა, რომელშიც მის გარდა კიდევ სამი მგზავრი იყო. საბედისწერო ავარიის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, სწორედ სხვა ავტომობილმა შექმნა გზაზე საავარიო სიტუაცია, რის გამოც მეორე მანქანამ მტკვრის ჯებირები გაანგრია და მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა მდინარიდან ორი ახალგაზრდის ცხედარი ავარიიდან მეორე დღეს ამოიტანეს, ერთი ახალგაზდრა კი გადარჩა.