აქცია რუსთავში - მოქალაქეები გაჭიანურებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ

24.05.25 16:58
აქცია რუსთავში - მოქალაქეები გაჭიანურებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია რუსთავში - მოსახლეობამ გარდაბნისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.  მარის არხის დასახლების მკვიდრები დროში გაჭიანურებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ. 

გზა არ იხსნება, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს კი, როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებაც მოყვა.  ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

ინფო რუსთავის ცნობით, ამ მომენტისთვის, გზა გახსნილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგა.

ერთი ავტობუსის გზა გვქონდა და ისიც აღარ არის და არჩევნების დროს მათხოვრებად არიან ქცეული და აქ დგანან. დღეს არის პირველად, რომ ავტობუსი იქიდან წამოვიდა. გუშინ, ბავშვებმა მოიტანეს ამბავი არ იქნება ტრანსპორტი და სადამდე, არ დავიშლებით", - ამბობს აქციის მონაწილე.