"ვაფერადებთ საქართველოს" - კვიპროსში ქართველმა ემიგრანტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
"ვაფერადებთ საქართველოს" - ამ სახელწოდებით სოლიდარობის აქცია კვიპროსში, საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. ემიგრანტები, სამშობლოს ევროპული მომავლის მცველების მხარდასაჭრად, ქუჩაში იმ შეძახილებით გამოვიდნენ, რომელიც უკვე თვეებია თბილისში ისმის.
"26 მაისი გვაერთიანებს ყველას" - ეს იყო პერფორმანსის მთავარი გზავნილი, რომელმაც ქართველი ემიგრანტები გააერთიანა.
ესაა ყველა თაობის ბრძოლა როგორც დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ასევე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ დღეს აქ ვდგავართ და აღვნიშნავთ 26 მაისს და ამავდროულად, ვუერთდებით რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას - საქართველო რუსული დიქტატურის გარეშე! საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს მრავალფეროვანი და საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელიც ქართულ ფასეულობებზე შექმნის ნამდვილ, ევროპულ ქვეყანას!, - თქვეს აქციაზე ემიგრანტებმა.