"სოლიდარობა პოლიპატიმრებს!" - განსხვავებული Tbilisi Open Air 2025

25.05.25 12:54
"სოლიდარობა პოლიპატიმრებს!" - განსხვავებული Tbilisi Open Air 2025

Tbilisi Open Air 2025, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის გამო, წელს განსხვავებული და განსაკუთრებულია. სცენაზე დგანან შემსრულებლები, რომლებიც ქართველ ხალთან ერთად თვეებია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ხალხმრავალ მუსიკალურ ფესტივალზე წელსაც თავი უამრავმა მოქალაქემ მოიყარა.

დიდი მადლობა მინდა, პირველ რიგში, ორგანიზატორებს ვუთხრა, ასეთი კარგი ორგანიზებისთვის, კარგი იდეისთვის, იმიტომ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული Tbilisi Open Air-ია წერს, ნამდვილად ქართული, უცხოელების გარეშე. ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა დღესამ სცენაზე, მოხდება ხვალაც. რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ველაფერი ერთმანეთზეა და აი, აქ არის ის კუნძული, რასაც ჰქვია "თავისუფლება". ამ ხალხს უნდა სიმღერა, თავისუფლება და მეტი სიყვარული! სოლიდარობა პოლიტპატიმრებს!, - ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი.