ახალი ფიგურანტი ლევან ჯანგველაძის საქმეში - საქალაქოში სანდრო წივწივაძის პროცესი იწყება
კრიმინალური ავტორიტეტის ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 28 წლის სანდრო წივწივაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. სხდომა ამ წუთებში იწყება. მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღებას გულისხმობს.
დაკავებულის ადვოკატი არ პასუხობს შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა წივწივაძის სახელზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი ლევან ჯანგველაძის სავარაუდო მკვლელთან - გელა უძილაურთან.
ჯანგველაძის ოჯახი რა პოზიციაზეცაა, ზუსტად იმ პოზიციაზე ვართ ჩვენც, რომ საქმე ყოველმხრივ ობიექტურად იქნას გამოძებული, რომ ნამდვილი დამნაშავეები იქნენ დაკავებულები და დასჯილები. შსს-ს აქვს ძალიან ბევრი ვერსია. აი, ვერსიების გამო თუ აკავებენ ადამიანებს, მაშინ, ხვდებით, ხომ, რასთან გვაქვს საქმე? მაგ ვერსიებით თუ აპირებენ, საქმე გაიტანონ - გაიტანონ, - ამბობს წივწივაძის ადვოკატი.
ინტერესების დამცველი ამგტკიცებს, რომ არ იცის, როდის დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ვერც იმას ამბობს, რა შემხებლობა აქვს წივწივაძეს უძილაურთან ან რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
საქმიდან მთავარი მტკიცებულება - იარაღი, ახლა გამქრალია. ქილერმა გაქცევამდე იარაღის გადამალვა მოახერხა. "პირველების" ინფორმაცით, ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.
სანდრო წივწივაძის დაკავებამდე შაბათის ეთერმა ვერეს ხეობაში სათვალთვალო კემერების ჩანაწერები გაასაჯაროა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება გელა უძილაური. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდო ქილერი გარკვეულ ნივთებს იღებს. სავარაუდოდ, საუბარია ჩანთაზე. დაზარალებულის ადვოკატს ჰქონდა ეჭვი, რომ მკვლელობის იარაღი შესაძლოა, სწორედ ამ ჩანთაში ყოფილიყო.
რა კავშირი აქვს დაკავებულ პირს გელა უძლაურთან, ახლა გამოძიებამ უნდა დადგინოს.