მოსამართლემ სანდრო წივწივაძე პატიმრობაში დატოვა - რა თქვა ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებულმა პროცესზე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს. სანდრო წივწივაძე მოსამართლეს დღეს არწმუნებდა, რომ რეჟიმის გამოძიება მას შავ პიარს უგორებს. არადა, დოკუმენტების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც კრიმინალური ავტორიტეტის - "სოხუმსკის" ძმა მოკლეს, სწორედ წივწივაძის საკუთრება იყო.
პროცესზე წივწივაძე ამტკიცებდა, რომ იარაღი, რომელიც ჯანგველაძის საქმის გარდა კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, დაკარგული აქვს. ბრალდებულმა წინა ორი საქმეც გაიხსენა. თქვა, რომ ერთ საქმეზე არც კი გამოუკითხავთ, ხოლო მეორე საქმეზე გამოკითხეს, თუმცა აღნიშნულთან საერთოდ შეხება არ ჰქონია.
არ ვაღიარებ ამ ბრალს, რაც ჩემს წინააღმდეგ არის წარდგენილი. ერთი დღეც და ერთი წამითაც მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა მე დამიძახა, მე მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არცერთხელ თავი არ ამირიდებია მე ვარ დაკითხული კიდეც მასრები არის ამოღებული, რომელიც შეესაბამება ჩემს ძველ იარაღს, 19-20 წლებში, დაახლოებით... მოპარული ან დაკარგულია, საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა დაადგინონ. ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ადამიანი იყო. სამ ეპიზოდში ბრალი მედება: როდესაც იძახიან, დიღმელაშვილისთვის გადაცემის ფაქტს იარაღისო... ადამიანი, საერთოდ, არც კი დავკითხულვარ. საგამოძიებო სასმახურში გავიგე, რომ დიღმელაშვილი არის დაკავებული იმ ერთ-ერთი იარაღის გამო, რომელიც მე დავკარგე. რაც შეეხება მამუკა ჟიჟილაშვილს, მე მაგ საკითხზე დავიკითხე. რაიმე სახის კი არა, მილიმეტრის მილიმეტრი არ მქონდა ამ ყველაფერთან შეხება, - თქვა წივწივაძემ პროცესზე.
ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს გირაო - 20 ათასი ლარი შესთავაზა, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და წივწივაძე პატიმრობაში დატოვა.
პროცესის შემდეგ ინტერესების დამცველმა არ გამორიცხა, რომ ახლა თავად ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებს ჰქონდეთ ყურადღების გადატანის მცდელობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის საქმის სენსისტიურობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. არნიშნული მტკიცებულებები არის აბსოლუტურად ვარაუდზე დაყრდნობით წარმოდგენილი, არ არის კატეგორიული და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წარმოადგენილი მტკიცებულებები, როდესაც მოვა ამის დრო, არსებითი განხილვისას, უტყუარობის ვერცერთ სტანდარტს ვერ გადალახავს.
გამოძიება, ამ შემთხვევაში, შეცდომაშია შეყვანილი. შეცდომაში შეყვანის მიზანს წარმოადგენდა გამოძიების ჩიხში შეყვანა, - თქვა დღეს ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო წივწივაძის დაკავებამდე შაბათის ეთერმა ვერეს ხეობაში სათვალთვალო კემერების ჩანაწერები გაასაჯაროა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება გელა უძილაური. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდო ქილერი გარკვეულ ნივთებს იღებს. სავარაუდოდ, საუბარია ჩანთაზე. დაზარალებულის ადვოკატს ჰქონდა ეჭვი, რომ მკვლელობის იარაღი შესაძლოა, სწორედ ამ ჩანთაში ყოფილიყო.
რა კავშირი აქვს დაკავებულ პირს გელა უძლაურთან, ახლა გამოძიებამ უნდა დადგინოს.