კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ირანის ხელისუფლების მიერ დევნილი რეჟისორი გახდა

25.05.25 15:59
კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ირანის ხელისუფლების მიერ დევნილი რეჟისორი გახდა

კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ირანის ხელისუფლების მიერ დევნილი რეჟისორი გახდა. ოქროს პალმის რტო ჯაფარ ფანაჰის გადაეცა.  ჯილდოს ასაღებად სცენაზე გასულმა რეჟისორმა თქვა, რომ ირანელებმა ძალები უნდა გააერთიანონ და თავისუფლება ხელახლა მოიპოვონ, რადგან არავის აქვს უფლება, მიუთითოს ადამიანს რა ეცვას, რისი გაკეთების უფლება აქვს  და რისი არა.

ფანაჰი სამშობლოში ორჯერ იყო დაპატიმრებული. მას არასამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერას და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდას ედავებოდნენ. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ რეჟისორს სასჯელი შეუცვალეს - სახლიდან გამოსვლა და ფილმების გადაღება აუკრძალეს.

რეპრესიების მიუხედავად, ირანელი რეჟისორი წლების განმავლობაში ახერხებს რეჟიმის საწინააღმდეგო ფილმები გადაიღოს. ბოლო კინოსურათიც მალულად არის გადაღებული. ირანის ხელისუფლებამ ფილმის შინაარსი ბოლომდე არ იცოდა.