ანგარიშსწორება ჩაქუჩით და ცულით - თანასოფლელები ცემაში ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

25.05.25 17:13
ანგარიშსწორება ჩაქუჩით და ცულით - თანასოფლელები ცემაში ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოძალადე კაცი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. საუბარია სოფელ ერედაში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, სადაც 29 წლის კაცი მეზობლებს ცულით და ჩაქუჩით გაუსწორდა. 

გუგა ფოცხვერაშვილი დანაშაულს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ერთადერთი, რაც ბრალდებულმა გამომოძიებლებს უთხრა, იყო ის, რომ მას არანაირი მოტივი არ ჰქონია და თანასოფლელებს უმძიმეს დაზიანებები უმიზეზდო მიაყენა. 

პროცესზე გაირკვა, რომ ფოცხვერაშვილი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მაგრამ წინა შემთხვევებში, კაცმა საპატიმროს თავი გირაოთი დაააღწია. სწორედ ამ დანაშაულებებზე ისაუბრა პროცესზე პროკურორმა. 

ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე იმ უმძიმეს დააზიანებებზე საუბრობდა, რომელიც ფოცხვერაშვილმა თანასოფლელებს მიაყენა. მან ასევე თქვა, რომ ბრალდებული მომხდარის შემდეგ მიმალვას ცდილობდა, ამიტომ ის პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.

ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს გამოიყენა რკინის საგანი, რომლითაც იძალადა ორ პირზე და მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა დაკარგეს გონება, დატოვა შემთხვევის ადგილი. მესამე პირი გამოკითხულია, მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება. განმარტავს, რომ უმიზეზოდ განახორციელა მან ძალადობრივი ქმედება სამ პირთან მიმართებაში და მიაყენა მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ერთ-ერთ მათგანს. დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ იგი შემთხვეის ადგილიდან მიიმალა. წარსულში არის ნასამართლევი. გასამართლებულია სხვა კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა, - ამბობს "პირველებთან" პროკურორი. 

სოფელ ერედაში 29 წლის კაცი თანასოფლელებს სასტიკად გაუსწორდა. მან ორ მამაკაცს დაზიანებები ცულით და ჩაჩუქით მიაყენა.