„სილის გაწვნისათვის“ 7 წელი რომ მომისაჯონ, მოულოდნელი არ იქნება" - მზია ამაღლობელი ინტერვიუ „ლე მონდთან"
„მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი პრესაზე რეჟიმის უპრეცენდენტო თავდასხმის სიმბოლოა,“ – ამ სათაურის სტატიას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ აქვეყნებს. სტატიაში მზია ამაღლობელის დაკავების და უკანონო პატიმრობის დეტალებია აღწერილი. გამოცემამ კითხვები ჟურნალისტ ქალს ქალთა კოლონიაში გაუგზავნა.
„მტრობა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი. ასეთი რამ აქამდე არცერთ მთავრობას არ გამოუვლენია. დღეს, ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიიღო აბსურდული კანონები, რაც დიქტატურისათვის დამახასიათებელი იყო.
ჩემი კოლეგების ცხოვრება თავგანწირვის სინონიმი გახდა. ვნანობ, რომ არა ვარ მათ გვერდით ამ რთულ დროს“, – წერს მზია ამაღლობელი “ლე მონდს”.
რაც შეეხება ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას, რასაც უკანონო პატიმარ ქალს ედავებიან, ამაღლობელი წერს:
თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. ჩემს ადვოკატებთან, თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ, ეს სასამართლოს გზითაც დავამტკიცო. თუმცა, მოულოდნელი არ იქნება ჩემთვის დღევანდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ 7 წელი რომ მომისაჯოს „სილის გაწვნისათვის.
პატიმრობაში ვიქნები თუ პატიმრობის მიღმა შევეცდები კარგი მოქალაქე ვიყო. მოქალაქე, რომელიც თავისი უნარებით, პროფესიით, წინააღმდეგობით ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობის და დემოკრატიისათვის. იბრძოლებს რუსული გავლენების, ოლიგარქების და დიქტატორების წინააღმდეგ,“ – წერს მზია ამაღლობელი „ლე მონდს, - წერს ამაღლობელი.
წყარო: "ბათუმელები".