"რუსი სამართალდამცველები ამ ფაქტს შეაფასებენ" - ზახაროვა ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე
რუსი სამართალდამცველები ამ ფაქტს შეფასებას მისცემენ, - ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელი მარია ზახაროვა Tbilisi Open Air-ზე ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს.
გეწაძემ სცენაზე რუსული დროშა პაკეტში მოათავსა და ზედ მოშარდვის იმიტიაცია გააკეთა, რამაც რუსული მედიის აღშფოთება გამოიწვია.
რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროით „შესრულებულ“ პერფორმანსს, - დაწერა თავის Telegram არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.