"ოცნების" ჩინოვნიკების მილიონიანი აპარტამენტები - როგორ შეიძინეს და რატომ გადამალეს
რატომ დამალეს გენერალურმა პროკურორმა და სუსის ექს ბოსმა ელიტური საცხოვრებელი კომპლექსები? შაბათის ეთერმა გიორგი გაბიტაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის ძვირადღირებულ ქონებას მიაგნო. ბინები დეფაქტო მინისტრის ძმის კომპანიის სახელზეა გაფორმებული, მაგრამ იქ რეჟიმის მსახურები ცხოვრობენ.
ამ ეტაპზე დაუდგენელია, შეიძინეს პროკურორმა და სუსის ყოფილმა უფროსმა მზიურის მიმდებარედ მილიონიანი ბინები თუ აჩუქეს.
ჟურნალისტური გამოძიების ნახვის შემდეგ ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე ალაპარაკდა. ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რა ფულით შეიძინეს "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ელიტური საცხოვრებლები და რატომ მალავდნენ ამ ამბავს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.