საზარელი დანაშაული მცხეთაში - სოფელ ერედაში კაცი თანასოფლელებს ჩაქუჩით გაუსწორდა

25.05.25 20:17
საზარელი დანაშაული მცხეთაში - სოფელ ერედაში კაცი თანასოფლელებს ჩაქუჩით გაუსწორდა

ჩაქუჩით და ცულით მიყენებული დაზიანებებით სიკვდილს 58 და 70 წლის მამაკაცები ებრძვიან. კობა ჭეიშვილის და კობა ტეზელაშვილის გადარჩენას ექიმები "ჯეო ჰოსპიტალში" ცდილობენ. ჩატეხილი ძვლებით, ჩამტვრეული თავის ქალით და გადაჭრილი კიდურებით სიკვდილის პირას მყოფი მამაკაცები სასწრაფოს ბრიგადამ სოფელ ერედადან შეიყვანა. პენსიონერი და მისი თანასოფლელი სასიკვდილოდ მეზობელმა, 28 წლის კაცმა გაიმეტა. 

საზარელი დანაშაული სოფელ ერედაში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში მოხდა. სახლის მეპატრონე მძიმე დანაშაულის ოქროს მოწმეა. ვასო ზაქაიძე "პირველებს" უყვება, რომ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მოწმის ნაამბობით ირკვევა, რომ გუგა ფოცხვერაშვილი სუფრაზე მსხდომ თანასოფლელებს მოულოდნელად შეუვარდა, რამდენიმე დარტყმით სახლის მეპატრონეს გონება დააკარგვინა და ჩაქუჩით და ცულის ტარით ანგარიშსწორება კობა ჭეიშვილს და კობა ტეზელაშვილს დაუწყო. ჯერ გონების დაკარგვამდე ურტყა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ეზოში გამოათრია, ერთმანეთზე დააწყო და გაიქცა. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.