სისტემა ევროპული მცველების წინააღმდეგ - როგორ სჯის რეჟიმი ახალგაზრდებს
ივანიშვილის სასამართლომ კიდევ ერთი ევროპული მომავლის მცველი ციხეში გაუშვა. სანქცირებულმა მოსამართლე ცაცუამ ფოერვერკის სროლის გამო ახალგარზდა დააპატიმრა. მუსიკოსი საბა ბაღღადავაძე 30 დღეს ციხეში გაატარებს. სამოქალაქო აქტივისტი ახლა ზაჰესის იზოლატორშია.
სამაგალითოდ დასაჯეს სინდისი პატიმარი რეზო კიკნაძეც. სინდისის პატიმარი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სადამსჯელო საკანში "ქართული ოცნების" კრიტიკოსი მხოლოდ იმიტომ მოათავსეს, რომ საპატიმროს თანამშრომლებს შეეპასუხა. ამ უსამართლობის გამო კიკნაძე 72 საათი მშრალ შიმშილობაზე იყო.
"პირველების" მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში სინდისის პატიმარი ქრონოლოგიურად აღწერს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რომელსაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.