მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - რა ღონისძიებებია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი
ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მოქალაქეები თვლიან, რომ წელს ეს თარიღი განსაკუთრებულია, რადგან ოლიგარქის რუსულ რეჟიმს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. სწორედ ამიტომ, ევროპული მომავლის მცველებს არ აქვთ სურვილი, დამოუკიდებლობის დღე მოძალადე რეჟიმთან ერთად იზეიმონ.
რუსთაველის გამზირი მოვლენების ეპიცენტრი სამი საათიდან გახდება. საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, იქნება საპროტესტო მარშები. ევროპული მომავლის მცველები შვიდი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძვრებიან ქვეყნის მთავარი გამზირის მიმართულებით და ყველა ერთად იტყვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ისევ ცოცხალია და არ მოკვდება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.