ქართველო მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს-ჩეხეთის ელჩი
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი საქართველოს და ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - წერს ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს საქართველო!“- წერს ელჩი.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.