თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დაიწყო
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დაიწყო. წელს პირველად რეკრუტები ფიცს მიხეილ ყაველაშვილის წინაშე დადებენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან "ქართული ოცნების" ლიდერები. ცოტა ხანში თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართება და ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება.
ოფიციალური ნაწილი ორბელიანების მოედანზე "ოცნების" მიერ დაგეგმილი ღონისძიებებით გაგრძელდება.
როგორც წესი, ოფიციალურ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ესწრებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნების ელჩები მიიღებენ წელს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს პროდასავლური ოპოზიცია და ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლბა ისევ საფრთხეშია. "წინააღმდეგობის პლატფორმამ" აქაც მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმა.