მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ- ბულგარეთის საგარეო უწყება

26.05.25 11:18
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ- ბულგარეთის საგარეო უწყება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც უწყების მიერ გავცელებულ მილოცვაში ვკითხულობთ, “ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ“

გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.