თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია - გილოცავთ, Sakartvelo! სალომე ზურაბიშვილო!-ტიხანოვსკაია

26.05.25 11:26
თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია - გილოცავთ, Sakartvelo! სალომე ზურაბიშვილო!-ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია.“

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს. ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია. გილოცავთ, Sakartvelo! სალომე ზურაბიშვილო!“ - წერს ტიხანოვსკაია.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.