საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ევროპული მომავლის მცველები ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას მარშებით დაიწყებენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ზუსტად ორ საათში ევროპული მომავლის მცველები ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას მარშებით დაიწყებენ, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გაერთიანდება.
პროგრამა საკმაოდ დატვირთულია- მოეწყობა გამოფენები, საჯარო ლექციები, კონცერტები და კიდევ ბევრი სხვა აქტივობა.
ადამიანები, რომლებიც თვეებია ქუჩაში დგანან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ რუსთაველის გამზრიზე და ერთად იზეიმონ 26 მაისი, რომელიც “თაობებმა მოიტანა“.
26 მაისი, როგორც ყოველთვის, საერთო ეროვნული და სახალხო დღესასწაულია, ამიტომ ეს არის ზეიმი და პრაქტიკულად ძალიან დატვირთულია დღვენადელი დღე. 3 საათიდან ყველანი უნდა მივიდნენ. ასარჩევი ბევრი გვაქვს, გამომცემლების კუთხე, მეწარმეების კუთხე, მეცნიერების, ხელოვანების, ყოველი საათი დატვირთულია, ამიტომ, მშობლები, შვილები, შეყვარებულები, ოჯახები, ყველანი უნდა გავიდეთ და ვიზეიმოთ ჩვენი 26 მაისი, რადგან 26 მაისი არ არის რუსი ოფიციოზების ხელოვნური დღესასწაული, ეს თარიღი თაობებმა მოიტანეს,- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მთელი საქართველო ზეიმობს ამ დღეს, ვფიქრობ, ამ წელიწადს ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილი მოვლენების გამო, დღევანდელი დღე იქნება ათმაგად მნიშნელოვანი, რადგან ეს არის გამარჯვებასთან ასოცირებული და ჩვენ ყველა ველით ამ გამარჯვებას. აქედან გამომდინარე, მეც, სხვებიც და მთელი საქართველოც, იმედია, გარეთ იქნება და ერთად აღვნიშნავთ სიყვარულით ამ დღეს,- განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.