დამხობა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - პროტესტი Tbilisi Open Air-ზე

26.05.25 13:44
დამხობა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - პროტესტი Tbilisi Open Air-ზე

დამხობა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! - ეს შეძახილები ისმოდა გუშინ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე. მუსიკოსმა ლევან ლაუდაძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან უთხრა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარდამჭერია და ახლა სწორედ ისინი აგრძელებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა გზას. 

აბსოლუტური უმრავლესობა აქ ხართ ის ადამიანები, რომლებიც საქართელოს ღირსეულ, ევროპულ მომავალს უჭერს მხარს. სწორედ თქვენ აგრძელებთ იმ ადამიანების გზას, ვინც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა. თქვენ აგრძელებთ იმ ადამიანების გზას, ვინც იბრძოდა 1926 წელს ანექსიის წინააღმდეგ, თქვენ აგრძელებთ იმ ადამიანების გზას, ვინც 1991 წელს დამოუკიდებლობა აღუდგინა ჩვენს ქვეყანას და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანას გაათავისუფლებს რუსული რეჟიმისგან! დამხობა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! Glory to Georgia, F** Russia! - თქვა სცენაზე გამოსვლისას ლევან ლაუდაძემ.