ცოტა დამრჩა, 90 წლის ვარ, მაგრამ ველოდები გამარჯვებას! თქვენი იმედი მაქვს! - გიული ჩოხელის ემოციური მიმართვა Tbilisi Open Air-ზე

26.05.25 13:49
ცოტა დამრჩა, 90 წლის ვარ, მაგრამ ველოდები გამარჯვებას! თქვენი იმედი მაქვს! - გიული ჩოხელის ემოციური მიმართვა Tbilisi Open Air-ზე

 

 

Tbilisi Open Air-ზე სცენიდან მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა მომღერალმა გიული ჩოხელმა. ხელოვანმა ადგილზე შეკრებილ ახალგზრდებს უთხრა, რომ მათი იმედი აქვს და ელოდება, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. 

მომღერლის სიტყვებს მაყურებლის ოვაციები მოჰყვა. 

გილოცავ დღევანდელ დღეს! რატომ არ შემიძლია, რომ ყველას ერთად გაკოცოთ?! ძალიან მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს მე. ცოტა დამრჩა, იმიტომ, რომ ვარ 90 წლის, მაგრამ ველოდები გამარჯვებას! აბა, თქვენ იცით!, - თქვა სცენიდან გიული ჩოხელმა.