“საქართველო კვლავ დაგიცავ“ - რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება

26.05.25 15:18
“საქართველო კვლავ დაგიცავ“ - რუსთაველის გამზირზე  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება

“საქართველო კვლავ დაგიცავ“ - რუსთაველის გამზირზე  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება. 26 მაისი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ჩართულობით აღინიშნება.

პარლამენტის წინ, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტია მიტანილი და მოქალაქეები ხელმოწერებს ტოვებენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მონტაჟდება სპეციალური სცენა, საიდანაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეკრებილებს მიმართავს.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, მთელი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ფილმის ჩვენებით და დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

დღევანდელი ღონისძიება ნაწილობრივ დაწყებულია, რომლებიც არის შემეცნებით-გასართობი, მათ შორის ბავშვებისთვის, უამრავი საინტერესო ამბავი ხდება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაახლოებით 6 საათიდან დაიწყება მარშების შემოსვლა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოება ამ დღესასწაულს ასე პირველად აკეთებს, სადაც ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი ჩართულია. პარლამენტთან მოგვიანებით დაიწყება ოფიციალური ღონისძიება, სადაც იქნება მცირე არტისტული მანიფესტი, ასევე პრეზიდენტის და ჩვენი მეგობრების მიმართვები, შემდეგ ფილმი და ასევე დასკვნითი ღონისძიება,-ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.