პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან - გაიმართება შევარდენი გოგონების მარშიც
მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრია რესპუბლიკის მოედანი. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება ცოტა ხანში პირველი რესპუბლიკის მარში. მანამდე, იგეგმება "შევარდენი გოგონების მარშიც".
მსვლელობაში საჯარო მოხელეებიც ჩაერთვებიან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებიდან უკანონოდ გაშვებული მოქალაქეები.
ჯგუფ “წინაპრების“ დამფუძნებელი თათია მექვაბიშვილი "პირველებთან" მსვლელობის მარშრუტზე და მნიშვნელობაზე საუბრობს და მოქალაქეებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ფესვები არის ამ დემოკრატიული რესპუბლიკის წიაღში ანუ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც უნდა დავიცცვათ და შევინახოთ მათი მონაპოვარი - თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ სიმბოლურად ვაკეთებთ პირველი რესპუბლიკის მარშს. ეს გოგონები განსახიერებენ შევარდენის მარშს. ამის გარდა, გვაქვს უამრავი სიურპიზი. როცა მივალთ დამფუძნებელი კრების სასახლესთან, იქაც დაგახვედრებთ უამრავ სიურპრიზს, ჩვენი ევროპელი წინაპრების წარსულზე გესაუბრებით და წავიკიტხავთ დამოუკიდებლობის დეკლარაციას და მერე ამ დეკლარაციაზე ყველას შეეძლება, დატოვოს თავისი ხელმოწერა, - ამბობს თათია მექვაბიშვილი.
რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება საჯარო მომსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელი კახი სამხარაძეც. სამხარაძის თქმით, რუსულ რეჟიმზე გამარჯვება შეუქცევადია და ევროპული იდენტობა ქვეყანაში მალე დამყარდება.
დღე ჩვენ იმდენად შემდგარი საზოგადოება ვართ და ეს ძალიან ცუდი ამბავია საქართველოს მტრებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ამბავი, რომლის იქითაც უკვე აღარ არსებობს შექცევადი პროცესი და ეს იქნება შეუქცევადი გამარჯვება, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე დადგება და ძალიან მალე რუსთაველზე დამყარდება ის ევროპული იდენტობა და ის ქართული იდენტობა, რომლისთვისაც საჯარო მოხელეები იბრძვიან, - ამბობს კახი სამხარაძე.