რუსთაველზე მოწყობილია სპეციალური კარავი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დამოუკიდებლობის აქტს, სიმბოლურად, ხელი მოაწერონ
რუსთაველის გამზირზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს, მოძრაობა "თავისუფლების მოედანს" სპეციალური კარავი აქვს მოწყობილი და ნებისმიერ მსურველს, სიმბოლურად, შეუძლია დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწეროს.
როგორც ლევან ცუცქირიძე ამბობს, ასევე სიმბოლური საჩუქარი შეხვდება მას, ვინც დონაციას გააკეთებს თავისუფლების ფონდში, რომელიც დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში ეხმარება.
ჩვენს თანამოქალქეებს, სიმბოლურად, შეუძლიათ ხელი მოაწერონ დამოუკიდებლობის აქტს, ასევე გაეცნონ ჩვენ შეხედულებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განათლება, უსაფრთხოება, ევროინტეგრაცია, მშვიდობა და ა.შ. ასევე, მათთვის, ვინც თუნდაც სიმბოლურ დონაციას გააკეთებს თავისუფლების ფონდში, რომელიც არის უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად, გადაეცემათ პროტესტის დღიური“, -უთხრა “პირველებს“ ლევან ცუცქირიძემ.
“საქართველო კვლავ დაგიცავ“ - რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება. 26 მაისი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ჩართულობით აღინიშნება.
- საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მონტაჟდება სპეციალური სცენა, საიდანაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეკრებილებს მიმართავს.