ყაველაშვილმა სასახლის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრა - რა ხდება ორბელიანების მოედანზე
ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ოცნების" მხარდამაჭერები არიან შეკრებილები. ყაველაშვილმა სასახლის ტერიტორია რკინის ჯებირებით და მცენარეებით შემოსაზღვრა. ჯერჯერობით უცნობია, რას ემსახურება აღნიშნული გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებისთვის ცალკე სცენაა მოწყობილი.
ორბელიანებს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მოქალაქეები სერინობენ, თავად მიხეილ ყაველაშვილი არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ ყაველაშვილის სასახლის სიახლოვეს, მშრალ ხიდზე, გაჩნდა ბანერი "კმარა მონობა! კმარა მოთმენა! აჯანყდი!", თუმცა "ოცნების" მხარდამჭერებმა ბანერი ჩამოხიეს.
საზეიმო ვითარების მიუხედავად, არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ მოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
26 მაისი მართლაც არის მნიშვნელოვანი დღე, მაგრამ დღევანდელ რეალობაში საქართველოს სრულად არ გააჩნია დამოუკიდებლობა. იმიტომ, რომ როგორც ვიცით, ე.წ. მთავრობა, "ქართული ოცნება" სრულად არ ატარებს ქართულ რეალობაში საქართველოსთვის საჭირო საკითხებს წინა პლანზე. 17 მაისს დადგეს ოჯახის სიწმინდის დღე, მაშნ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები არიან დაჭერილი. დღევანდელი არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც გამოვიდა და ხალხს 26 მაისი მიულოცა, წესიერად სიტყვებიც ვერ დაალაგა, თავისი აზრი ვერ დააფიქსირა. 26 მაისი მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ, მინდა, საქართველომ ეს დღე მაშინ აღნიშნოს, როცა სრულად დამოუკიდებლები ვიქნებით, - ამბობს მოქალაქე.