საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილები მარშისთვის ემზადებიან

26.05.25 15:55
საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილები მარშისთვის ემზადებიან

მარშისთვის ემზადებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის  შენობასთან შეკრებილი ადამიანები. ისინი რამდენიმე წუთში დაიძვრებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობისკენ გაემართებიან, სადაც მათ თანამოაზრეები ელოდებიან. 

როგორც მარშის მონაწილეები ამბობენ, შემდეგ ისინი ფილარმონიისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ყველა მსვლელობა გაერთიანდება და ერთად გაემართებიან დედაქალაქის ცენტერალური გამიზირისკენ.

შეკრებილებს ადგილზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

დღეს ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 26 მაისისადმი, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც, ფაქტობრივად პირველად, საქართველოს ისტორიაში მოხდა ისე, რომ აბსოლუტურად დემოკრატიულად, სხვადასხვა ჯგუფების მიერ, დაიგეგმა და დაოგრანიზდა ეს დღე. დღეს რუსთაველზე იქნება წარმოდგენილი ის მრავალფეროვნება, რითიც ჩვენ ვამაყობთ. საქართველო გვეკუთვნის ჩვენ, ეს არის ჩვენი ქვეყანა და რუსულ რეჟიმს არ შევეგუებით,- ამბობს მარშის ერთ-ერთი მონაწილე.

საზმაუსთან შეკრებილები ამბობენ, რომ მარშით ეგნატე ნინოშვილის ბიუსტთან, მოძრაობას “სოციალური დემოკრატიისთვის“ შეუერთდებიან, სადაც იქნება დისკუსიები და თავად მოძრაობის წარდგენა.