“ქართულ ოცნების“ დეპუტატის კომპანია კორპუსების ასაშენებლად კლდეს ჭრის

26.05.25 16:04
“ქართულ ოცნების“ დეპუტატის კომპანია კორპუსების ასაშენებლად კლდეს ჭრის

საბურთალოზე, მინდელის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორპუსების ასაშენებლად მძიმე ტექნიკა კლდეს ჭრის.

კადრები მოქალაქეებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიმდებარედ, კლდის ჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნული ტერიტორია, სამშენებლო კომპანია “თეთრ კვადრატს“ ეკუთვნის, რომლის წილის 50 %-ი, “ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა ბერეკაშვილის საკუთრებაა. 

“თეთრი კვადრატი მინდელზე“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ორ 14 -სართულიან, ერთი 15-სართულიან და სამ 22- სართულიან კორპუსებს. თითოეულ საცხოვრებელ სახლში 100-ზე მეტ საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართებია გათვალისწინებული.

ბერეკაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის სამშენებლო ბიზნესს წარსულში რუსეთის ფედერაციაში ფლობდა.