“პირველი რესპუბლიკის აღლუმი“- რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება “შევარდენის“ მარში გააცოცხლეს
მწყობრში ჩამდგარი ქალები გაღიმებული სახებით, შავი ქუდებით და წითელი ტანსაცმლით-რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება “შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო.
“პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ - ასე ეწოდება მარშს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მარშის მონაწილეები ახლა რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მარში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება - იქ, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც. მათ ასევე წაიკითხეს დამოუკიდებლობის აქტი ხელმეორედ.