ვსეირნობ ხალხში, იმიტომ, რომ ეს განწყობა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

26.05.25 17:26
ვსეირნობ ხალხში, იმიტომ, რომ ეს განწყობა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ხალხთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ზეიმობს. "პირველების" კითხვის საპასუხოდ, როგორ შეაფასებდა "ოცნების" ლიდერების დღევანდელ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ხალხის ერთიანობა და ის განწყობაა, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგრძნობა. 

ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერსებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა აერთიანებს ქართველ ხალხს და დამოუკიდებლობას დაიცავს ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ.

საღამოს იქნება ჩემი სიტყვა, 21:00 საათზე, მოგიწოდებთ ყველას, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, იმიტომ, რომ ეს განწყობა და ეს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.