საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს! - ფილარმონიიდან ხელოვანების მარში დაიძრა
საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს! - ეს არის დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების მთავარი გზავნილი. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა ფილარმონიიდან ამ წუთებში დაიწყო. მსვლელობაში მწერლები, მომღერლები, მსახიობები, მხატვრები მონაწილეობენ.
მანამდე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ფილარომონიასთან ის სუფრა მიიტანეს, რომელიც ახალი წლის რამეს რუსთაველის გამზირზე იყო გაშლილი და რომელზეც მოქალაქეებმა საკუთარი სურვილები დაწერეს.
ეს არის ჩვენი პირველი სახალხო ახალი წლის სუფრის ფრაგმენტი, რომელმაც აჩვენა ქართველი ხალხის ერთიანოაბის, ერთმანეთის გვერდში დგომის, სიხარულის თუ ნაკლებად სასიხარულო დღეების გაზიარების ისტორია. მისი ფრაგმენტი, როგორც ნიშანი ჩვენი ერთობისა, სახალხო დღესასწაულების ერთად აღნიშვნისა, ჩვენ მოვიტანეთ დღეს, რომ დღევანდელი დამოუკიდებლობის დღეც გახდეს სახალხო და აღვნიშნოთ ერთად, - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
მსვლელობაში მონაწილეობს მსახიობი ბაჩო ქაჯაიაც. ხელოვანი ამბობს, რომ დღევანდელი შეკრება რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ერთიანობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
საბოლოო ჯამში, რეჟიმი გვებრძვის, ებრძვის თავისუფალ ხმას, დამოუკიდებელ ხმას და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ერთნი, გვაქვს მოთხოვნები, რომელიც არის გათავისუფლება უკანონო პატიმრების და ხელახალი არჩევნები, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, - ამბობს მსახიობი.