თავისუფლება დასაცავია! - მამუკა ხაზარაძე
საპროტესტო მარშის მონაწილეები არიან დღეს პოლიტიკოსებიც. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები მეტრო მარჯანიშვილთან იკრიბებიან. ზუსტად 18:00 საათზე ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრებიან. ადგილზე უკვე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასევე მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, ქვეყნის თავისუფლების მნიშვნეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება.
თავისუფლება, როგორც მერაბ კოსტავამ გვიანდერძა, არის ყოველდღიურად დასაცავი, თორემ ერთ დღესაც, ამ მოდუნების და ამ დეზინფორმაციის და ამ ტყუილის ფონზე, შეიძლება, აღმოვჩნდეთ მტრის ხელში ჩავარდნილები. ამიტომ, ბრძოლა არის ყოველდღიური. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღევანდელი დღე, როცა დასავლელი მეგობრები ხაზგასმით, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, მთელი დემოკრატიული სამყარო, აღნიშნავს, რომ რუსულმა ოცნებამ უკუსვლისკენ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო ჩააბაროს ოკუპანტს. ეს ვითომდა ხელისუფლება არ აღიარა არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ, მაგრამ აღიარა ქართველი ხალხის ბრძოლა, აღიარა ის პროტესტი და ის პოლიტპატიმრები. ეს პროტესტი არ გაჩერდება. ვიბრძლებთ მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ დავუბრინდებთ იმ წინსვლას, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიმართ და ეს არის ჩვენი წინსვლა ევროპისკენ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.