ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

26.05.25 19:12
ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ ენაზე ულოცავს.

"ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" - წერს პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან.

ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების - ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.