"იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის" - თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც იმართება

26.05.25 19:34
"იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის" - თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც იმართება

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს - ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით საკუთარი სათქმელის დაფიქსირება გადაწყვიტეს. 

"საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა 1918 წლის 26 მაისს"; "ანწუხელიძე ჩვენით იამაყებდა" - ამ შინაარსის ბანერები გაშალეს შეკრებილებმა ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში სკანდირებენ - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". 

ამასთან, სტუდენტებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ადგილზე მზია ამაღლობელის სიტყვებისგან გაკეთებული ბანერიც გაშალეს, სადაც წერია - "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის".