ბათუმში, აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დაიჭირეს - აქტივისტები

26.05.25 22:58
ბათუმში, აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დაიჭირეს - აქტივისტები

 

 

ბათუმში მიმდინარე აქციაზე "ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს - ფაქტი tvpirveli.ge-ს პარტიის პრესსსამსახურში დაუდასტურეს. 

მათი თქმით, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია და ამ წუთებში არკვევენ. 

სამოქალაქო აქტივისტის დაკავების ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრებიც. 

არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნაცვლიშვილი პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

არჩილ ბერიძის ცნობით, ამ დრომდე გაურკვეველია, რა მიზეზით დააპატიმრეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილეა. 

ლუკა ნაცვლიშვილი დაიჭირეს...პოლიცია მოვარდა, წაიყვანა და მიზეზს არ გვეუბნებიან. აქცია დასრულებული იყო, რაღაცაზე ვსაუბრობდით ხმამაღლა მეგობრები. 30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს... გავარიდეთ სიტუაციასო, მაგრამ დაიჭირეს..." - წერს არჩილ ბერიძე. 

განახლება:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. ლუკა ნაცვლიშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.