საბერძნეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

27.05.25 00:07
საბერძნეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

საბერძნეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ - Facebook-ის ჯგუფ "მოგზაურთა კლუბის" წევრები წერენ, რომ მათი ფრენა, სავარაუდოდ, გადაიდო და უკვე 8-9 საათია, რაც აეროპორტში ბავშვებთან ერთად უწევთ ყოფნა. 

მათივე ცნობით, ავიაკომპანია "ვიზეარი" მოქალაქეების კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს და მომხმარებლებს საკვებით და სასტუმროთი არ უზრუნველყოფს. არადა, აეროპორტში მყოფი ადამიანების თქმით, ასამდე არასრულწლოვანს ღამის გასათევი ადგილი სჭირდება. 

მეგობრებო დაგვეხმარეთ საბერძნეთში დარჩენილ მთელ თვითმფრინავ ხალხს. აქაურ საელჩოს ნომერზე არავინ არ პასუხობს. ვიზეარი ჯერ ჯერობით პასუხს აგვიანებს, აეროპორტში დარჩენილ უამრავ ბავშვს ამაღამ სჭირდება ღამის გასათევი. (ფეხბურთის რამდენიმე გუნდია)

ვიზეარის წარმომადგენელი ამბობს რომ მუშაობს საკითხზე - მგზავრების სასტუმროში განთავსებაზე, თუმცა 8-9 საათია აეროპორტში ვართ. ფრენა სავარაუდოდ ხვალ განხორციელდება. (ამასაც არ გვიდასტურებენ). ბორტზე უნდა ემგზავრა 100-მდე ბავშვს. პოსტს ვურთავ ამ წუთიერ ფოტომასალას აეროპორტიდან.

მოგვწერეთ ვის შეიძლება ოფიციალურ პირებს მივმართოთ ვინც ჩაერევა და ცოტა მეტ წნეხს შეუქმნის ვიზეარის წარმომადგენლობას." - წერს მოქალაქე.