რუსეთი უკრაინის სუმის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს - სუმის სამხედრო ადმინისტრაცია

27.05.25 10:19
რუსეთი უკრაინის სუმის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს - სუმის სამხედრო ადმინისტრაცია

რუსეთის ჯარები უკრაინის სუმის ოლქში ოთხ დასახლებულ პუნქტს, რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე იუნაკოვსკის რაიონის სოფლებს - ოვენკე და ბასოვკა და ხოტინის რაიონის სოფლები ვესელოვკა და ჟურავკა აკონტროლებენ - ამის შესახებ 26 მაისს, ღამით ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა. გრიგოროვის თანახმად, ამ სოფლების მოსახლეობა დიდი ხანია ევაკუირებულია.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოწინააღმდეგე განაგრძობს წინსვლის მცდელობებს ე.წ. ბუფერული ზონის შესაქმნელად და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხოტინის და იუნაკოვსკის რაიონების რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან.

გრიგოროვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, შეტევებს იგერიებენ და რუსეთის ჯარებს არ აძლევენ სუმის ოლქის სიღრმეში გადაადგილების შესაძლებლობას.