ნადირობის ღამე აქტივისტებზე - უჩა ქემაშვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ნადირობის ღამე აქტივისტებზე - დადასტურებულია, რომ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი, უჩა ქემაშვილი დააკავა.
ხელოსანს, რომელიც პროევროპული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ალუჩას ურიგებდა, აქციის დასტულების შემდეგ დაადეს ხელბორკილები.
ოჯახის ინფორმაციით, კახეთიდან ჩამოსულ აქტივისტს პოლიცია აქციიდან წასვლის შემდეგ აედევნა, ვარკეთილში სახლთან მისულს კი ჩასაფრება მოუწყვეს. ქემაშვილს ახლა პატიმრობა, ან ჯარიმა ემუქრება.
უჩა ქემაშვილის და , მისი ძმის დაკავებას "ქართული ოცნების" დროშის დაწვას უკავშირებს.
ვიცოდი, რომ აქციაზე იყო, კახეთიდან იყო ჩამოსული და შემთხვევით საძინებლის ფანჯარა, რომ გავაღე დავინახე, რომ ჯდებოდა მანქანაში და უკან მოჰყვებოდა 20-25 კაცი. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა თავის მანქანაში ჩაჯდა, მოიხურა კარი გამოიყვანეს.
სავარაუდოდ ეძებდნენ სად წავიდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ავტომობილიდან გამოყვანის შემდეგ, შეიყვანეს, რაღაც სიბნელეში, სადაც შუქებიც არ ენთო. ერთი "შკოდა" გარეთ იყო შუქებთან, განათებასთან და მესამე იყო სიბნელეში და სავარაუდოდო იქ ჩასვეს.
წინ გადავუდექი მანქანას - მეთქი "სად მოგყავთ, ის მაინც მითხარით, რისთვის აკავებთო" - არაფერი არ მითხრეს საერთოდ.
სავარაუდოდ, მერე მეც გავიგე "ქართული ოცნების" დროშის დაწვის გამო დააკავეს.
აქციიდან წამოვიდა მეტროთი, იმიტომ რომ მანქანა ჩემს სახლთან ჰქონდა გაჩერებული და სავარაუდოდ მიდიოდა კახეთში.
ფიზიკურად არ არის ჩაწერილი და ვერ მიხვდებოდნენ სად ცხოვრებს. ხშირად დადის აქციებზე, ერთ წლის წინაც დააკავეს და გამოუშვეს მალევე. დღეს არ ვიცი რას უნდა ველოდოთ, - ამბობს უჩა ქემაშვილის და, ნინი ქემაშვილი.
აქტივისტის ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, რამდენიმე საათი უჩას ეძებდნენ, რითაც მისი დაცვის უფლება შეიზღუდა.
პირველ რიგში უჩას გუშინვე შეუზღუდეს დაცვის უფლება, მას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახთან გასაუბრების უფლება. მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით და გამთენიისას გავარკვიეთ თუ სად ჰყავდათ უჩა გადაყვანილი. ის შესაძლოა დააკავეს იმ პოლიტიკური მუხლით, რომლითაც აკავებენ ყველას", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
სახლთან დაკავებულ უჩა ქემაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.