საზღვარზე, მალულად 546 129 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

27.05.25 11:52
საზღვარზე, მალულად 546 129 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ერთი პირი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 546 129,52 ლარის საბაჟო ღირებულების 3 197,18 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.