სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს - რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს. გიგაურს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დღეს, საქმეზე სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს.
პროცესზე ადვოკატებმა, ანი ბალიაშვილი გამოჰკითხეს, რომელიც სინდისის პატიმრის დაკავებას შეესწრო. მანამდე კი ბალიაშვილმა დაადასტურა, რომ დაკავებული გიგაური პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა.
დაცვის მხარის მიერ გამოძახებული მოწმეები, იხსენებ ანატოლი გიგაურს დაკავების მომენტს, ისინი ამბობენ, რომ გიგაურს დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში, შუბლი წითელი ჰქონდა. ასევე მოწმე ამბობს, რომ თავად დაინახა, როგორ "გაათრია" ანატოლი პოლიციის თანამშრომელმა.
მე და ანატოლი დავშორდით, რაღაც დროის განმავლობაში და მერე ისევ შევხდით. მითხრა, რომ პოლიციელმა ხელი დამარტყა, მაშინ როცა გოგონას აყენებას ვცდილობდიო. რაც ეტყობოდა, შუბლის არეში სიწითლე ჰქონდა. მანქანის გვერდზე და წინ ჩაკეტვა მოხდა ერთდროულად, რაზეც გიგაურმა გვითხრა, რომ ჩემთან არიან ეტყობა მოსულებიო.
ხელის აწევით დაანახა, რომ მე ვარ ანატოლი გიგაური და მანქანაზე დადო ხელი. გაიყვანეს ხელით შეეხეს, გაათრიეს გიგაური არ უწევდა წინააღმდეგობას და მანქანების უკან რა გაუკეთეს. არ ვიცი. მერე დაუძახეს, არ ცემოთო, ნუ სცემთო და დაუძახეს არა არ ვცემთო.
მეც გადავედი მანქანიდან და როცა გადავედი მანქანიდან მერე დავინახე, როგორ მოათრევდნენ პატრულის თანამშრომელბი და მაშინ დავინახე გახეთქილი სახე ჰქონდა", - ამბობს მოწმე.
მოწმეები იმასაც ამბობენ, რომ აქტივისტმა მათ ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ სცემა ის პოლიციელმა.
გავიგე, რომ ანატოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცოტა ხანში ანატოლიც გამოჩნდა და მითრა, რომ მცემო პოლიციელმა და შუბლზეც ეტყობოდა, რომ წითელი ჰქონდა", - ამბობს მეორე მოწმე.
უფლებადამცველები ასევე ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის დისტანციურად გამოკითხვას ითხოვენ, რადგან რამიშვილი ის პირია, რომელიც დაპირისპირების მოწმე უშუალოდ გახდა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.