ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში (ვიდეო)
ხმაური საქალაქო სასამართლოში - სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის მოხდა.
მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დასრულდა, სასამართლოს ფოიეში, სხვა პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც გიორგი ვაშაძე შეესწრო.
ვაშაძემ მანდატურებს მიმართა და ჰკითხა, "ქალებს რატომ ურტყამდნენ", რაზეც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა გიორგი ვაშაძეს მიუთითეს, რომ შენობიდან გარეთ გასულიყო და "თავისი საქმისთვის მიეხედა".
ვაშაძემ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს „უნამუსოები“ უწოდა.
რას მიყვირი,ნუ დაკარგავთ ადამიანობას. ჩემ თვალ-წინ ურტყამთ ქალებს, არ გრცხვენიათ? უნამუსოებო!.. არაქართველები, უნამუსოები! ქალებს ურტყამენ. სად გაიზარდეთ, რა კაცობა გაქვთ საერთოდ? ესენი ქართველები არიან? მივედი და ვკითხე, ქალებს რატომ ურტყამთ-მეთქი? რა კაცობაა საერთოდ, მერე სუფრასთან დასხდებიან და ქალების სადღეგრძელოს იტყვიან. კობახიძეა ეს, ივანიშვილია ეს, არაქართველები, უნამუსოები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის პროცესზე მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თეა წულუკიანის ალუდა ღუდუშაურის, პაატა სალიას სასამართლოში არ დაიბარებენ. ივანიშვილის გუნდის მინისტრების გამოკითხვას გიორგი ვაშაძის ადვოკატები ითხოვდნენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და კოალიცია "ცვლილებისთვის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდათ.