"ოცნებამ" მზია ამაღლობელთან შეხვედრის ნებართვა არ გასცა - რასა იუკნევიჩიენე
"ოცნებს" ხელისუფლებამ თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაციისთვის მზია ამაღლობელთან შეხვედრის ნებართვა არ გასცა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენე წერს.
თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია დღეს პატიმრების ახლობლებს შეხვდა.
„ბიძინა ივანიშვილი აპატიმრებს სტუდენტებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა მრავალს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ ხელისუფლებამ ნებართვა არ გასცა. არ გაგვკვირვებია“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.