არ ვიცი ვინ დამაზიანა - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების სასამართლოზე

27.05.25 17:19
არ ვიცი ვინ დამაზიანა - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების სასამართლოზე

 

 

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - სინდისის პატიმრების წინააღმდეგ დღეს პროკურატურამ სხდომაზე პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე მიიყვანა. მოწმემ დღეს ვერც ერთ რეჟიმის ტყვეს ვერ დაადო ხელი და ვერ თქვა, ვინ მიაყენა დაზიანება. 

28 ნოემბერი იყო, სამსახურებრივ მოვალოებას ვასრულებდი ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა დროსაც სახის არეში მივიღე დაზიანება. აქციის მონაწილეების მხრიდან სახის არეში მომხვდა გამოსროლილი ქვა", - თქვა მოწმემ. 

პროკურორ ვაჟა თოდუას კითხვაზე - დაინახა თუ არა ის პირი, ვინც ნივთი ესროლა, მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს. 

პირადად მე ვინც მესროლა, ის ადამიანი არ ვიცი. არ ვიცი ვინ დამაზიანა"- თქვა მოწმემ.

გრიგოლ ჭანტურიძეს კითვები დაუსვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემაც: 

თუთბერიძე: არ იცით ხართ თუ არა ვიდეოზე, არ იცით, 29 ნოემბერს გამტენიისას ედავებიან თუ არა რომელიმეს საერთოდ იქ ყოფნას, ეს თუ არ იცით, პრეტენზია ხომ ვერ გექნებათ ამ 11 პირთან, თუ დადგენილი არ არის ვინ დაგაზიანათ?

მოწმე: მე პრეტენზია მაქვს ადამიანებთან, ვინც ჯგუფურად იძალადეს და თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანებს წვლილი აქვთ მირებული ჩემს ჯანმრთელობის დაზიანებაში, რა თქმა უნდა, მე ამ ადამიანებსი მიმართ მექნება პრეტენზია. 

მოწმე პოლიციელს სიტყვით მიმართა სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემაც და მას ჰკითხა, თუ არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა და ამის დამადასტურებელი არცერთი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ როგორ უნდა დაადგინოს სასამართლომ, ვინ მიაყენა მას დაზიანება.

ახლა რომ გამოაცხადოს მოსამართლემ, მე გესროლეთო, დაიჯერებთ ამას? - ჰკითხა კიკნაძემ პოლიციელს, თუმცა პროკურატურამ სიტყვა გააწვეტინა. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები