სინდისის პატიმრის საქმე - რა ხდებოდა ანრი კვარაცხელიას პროცესზე

27.05.25 17:26
სინდისის პატიმრის საქმე - რა ხდებოდა ანრი კვარაცხელიას პროცესზე

სინდისის პატიმრის საქმე -  დღევანდელ პროცესზე  მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ  ანრი კვარაცხელიას პატიმრობის  ვადა გაუხანგრძლივა. 

სასამართლო პროცესზე სპეცრაზმელები გამოიკითხნენ, რომლებითაც ანრი კვარაცხელიას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ნიკოლოზ ჩავლეიშვილმა და სიმონ ღამბაშიძემ სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები მისცეს. მოწმე ირწმუნებოდა, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ დიდი ოდენობით კვამლი ჩაისუნთქა, რაც დაზიანებად აღიქმება.

  • კვარაცხელიას რეჟიმი პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.  ბრალდების მხარეს საქმეში აქვს ერთი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს პირი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, თუმცა მას სახე ნიღბით აქვს დაფარული.

ორივე სპეცრაზმელმა სასამართლო დუმილის ფონზე დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.  

სამსახურებრივი უფლება მოსილება შევასრულე კანონის ფარგლებში. ცეცხლი ჩავაქრე", - ამბობს მოწმე პოლიციელი.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევენ. კვარაცხელიას ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ "დაზარალებულმა პოლიციელებმა ისიც კი არ იციან, საერთოდ, რას ედავებიან ანზორ კვარაცხელიას":

ანრი კვარაცხელიას საქმეზე დაკითხული, სავარაუდო თითქოს დაზარალებულებისგან გავიგეთ, ის, რომ არიან გდდ-ს თანამშრომლები. თუმცა, არცერთ მათგანს არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ. შესაბამისად, ვერცერთი მათგანი ვერ ამბობს, რაიმე სახის დაზიანება მიიღო თუ არა და რა ფაქტთან დაკავშირებით გრძნობს თავს დაზარალებულად. მეორემ ესე სიტყვის მასალად დაამატა ის, რომ რომლისგანაც შეიძლება დაზიანება მიიღოს. თუმცა, იმ ფაქტზე და იმ მომენტში მიიღო თუ არა ე.წ. დაზიანება კვამლისგან, რა თქმა უნდა, ესეთ ინფორმაციას არ მიუწოდებია. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც, არ იცის, საერთოდ, რას ედავებიან ანზორ კვარაცხელიას", - ამბობს ადვოკატი.  

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები