ქობულეთში, ერთ-ერთ საწარმოში კაცი დაიღუპა

27.05.25 17:54
ქობულეთში, ერთ-ერთ საწარმოში კაცი დაიღუპა

55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა ქობულეთში - შემთხვევა ერთ-ერთ საწარმოში მოხდა, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე ინფორმირებულია შინაგან საქმეტა სამინისტრო. გომელაურის უწყება, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

მსგავსი სიახლეები