როგორ აღმოჩნდა სუსის ხელში გიორგი ბაჩიაშვილი - რა თქვეს ოფიციალურად და რა მოხდა რეალურად
დუმილს გიორგი ბაჩიაშვილი განსასჯელის სკამიდან 29 მაისს 14:00 საათზე დაარღვევს. როგორ მოხვდა სუსის ხელში საუკუნის გაქცევის მთავარი ფიგურანტი ჯერ ისევ უცნობია. ივანიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი რუსთავის ციხეში დღეს, გამთეენისას შეასახლეს. ის სამარტოო საკანშია მოთავსებული. ბაჩიაშვილს დღეს ადვოკატი შეხვდა, თუმცა ციხის დატოვების შემდეგ გაირკვა, რომ ხმაურიან დაკავების დეტალებს საზოგადოება მხოლოდ დაკავებულისგან გაიგებს.
ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ საუკუნის გაქცევის შემდეგ აბუ-დაბიში მყოფი გიორგი ბაიჩაშვილი თავად ჩამოვიდა და საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, მწვანე ზონაში გადაადგილდება. ამ დროს სუსში დარეკეს და უთხრეს, რომ ბაჩიაშვილი მწვანე ზონაში იყო. მივიდნენ და დააკავეს.
ამ ვერსიის არავის სჯერა, თუმცა ვიდრე ბაჩიაშვილი არ იტყვის რა მოხდა, დასკვნებს წინასწარ ვერ აკეთებენ. ამის მიუხედავად, მისი უცხოელი ადვოკატები მიანიშნებენ, რომ საქმე კრიმინალურ გატაცებასთან გვაქვს.
სუსი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი დააკავეს წითელ ხიდსა და სადახლოს გამშვებ პუნქტს შორის. სადახლო გამშვები პუნქტი სომხეთს ესაზღვრება, წითელი ხიდი - აზერბაიჯანს. ახლა ჩნდება კითხვა, რომელი ქვეყნის გავლით მოხდა არაბთა გააერთიანებული საამიერობიდან მისი საქართველოში გადმოყავანა.
საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილის გადმოცემა ივანიშვილმა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტში გაცვალა. საქართველომ აღარ წარადგინა მისი კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელსაც მესამე ვადით არჩევის დიდ შანსი ჰქონდა და ამ სვლით არაბთა გაერთიანებული საემიროების კანდიდატს გზა გაუხსნა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.