ქართველ მუსიკოსს მოსკოვი გასამართლებით ემუქრება - რას ამბობს "ოცნება"
ქართველი მუსიკოსის პერფორმანსის გამო მოსკოვში ვნებათაღელვა არ ცხრება. მესამე დღეა ერეკლე გეწაძეს დასჯით და გასამართლებით ემუქრებიან. რუსეთის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გეწაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
გამოძიება რუსეთში და სასამართლო პროცესი რუსეთში - სავარაუდოდ, გეწაძის შემთხვევაში, გამოძიება ამ სცენარით წავა, თუმცა ერეკლე გეწაძეს ერთადერთი მუსიკოსი არ არის ვინც ფესიტივალ "ოუფენ აერზე" რუსეთის მიმართ პროტეტს გამოხატავადა. სამიზნეში ამოიღეს ლოუდ სპიკერის სოლისტიც.
ლევან ლაუდაძემ სცენიდან რუსეთის ქმედებები დაგმო და ცნობილი ფრაზა გამოიყენა ის, რაც არა რთი მუსიკოსის პროტესტის ფორმაა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ ეს გახდა მისი წინააღმდეგ რუსეთში კამპანიის აგორების მიზეზი.
მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს და მათ სამაგალითოდ დასჯით ემუქრება. ამ დროს, როგორ აპირებს ივანიშვილის მთავრობა მისივე მოქალაქეები დაიცვას, ამ კითხვაზე კობახიძის კაბინეტის კულტურის მინისტრს პასუხი არ აქვს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.