მოქალაქე წერს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი, მეგობრებთან ერთად, 15-მდე პირს, დაახლოებით 2 საათი ჰყავდა მძევლად და მუქარით თანხა გამოსძალეს

27.05.25 20:24
მოქალაქე წერს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი, მეგობრებთან ერთად, 15-მდე პირს, დაახლოებით 2 საათი ჰყავდა მძევლად და მუქარით თანხა გამოსძალეს

მოქალაქე სოცილაურ ქსელში წერს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი, მეგობრებთან ერთად, 15-მდე პირს, დაახლოებით 2 საათი ჰყავდათ მძევლად და მუქარით თანხა გამოსძალეს.

გიორგი კემულარიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ვინაობა იცის, თუმცა პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“ყველა ქოცს გისურვებთ მსგავსი ორი საათი გამოსცადოთ, როცა არ ვიცოდი შვილი ცოცხალი იყო თუ არა“,-წერს ის.

რამდენიმე დღის წინ, ჩემს არასრულწლოვან შვილს და მის მეგობრებს აედევნა თხუთმეტამდე პირი. დაახლოებით ორი საათი ჰყავდათ მძევლად და მუქარით გამოსძალეს თანხა, რომელიც თან არ ჰქონდა, დამიკავშირდა  და მე ჩავურიცხე. ვიცით ერთ-ერთის სახელი და გვარი, მაგრამ არ ვთანამშრომლობთ მილიციასთან! აი ეს ბარდაგი და განუკითხაობა ბიძინასი კი არა, ყველა უწიგნური, ღირებულებების არ მქონე, მონა, მოძალადე დეგრადირებული ხალხის ბრალია. ყველა ქოცს გისურვებთ მსგავსი ორი საათი გამოსცადოთ, როცა არ ვიცოდი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, რადგან ტელეფონი გაეთიშა და ვერ ვუკავშირდებოდი. გამოცდით ამ სიმწარეს აუცილებლად! და მე ხორცსაკეპ მანქანას  გაჩუქებთ!",-წერს გიორგი კემულარია.

მსგავსი სიახლეები