სინდისის პატიმრების პროცესები საქალაქოში - რა ხდებოდა სხდომებზე და რა თქვეს მოწმეებმა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა, სხვიტარიძის სხდომათა დარბაზი გირაოს სანაცვლოდ დაეტოვებინა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სამაგიერო, მოსამარდთლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც პოლიციელი, რომელიც საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ გაუპატიურების მუქარას ესწრებოდა, არ გამოიკითხება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხნენ დაცვის ხმარის მოწმეები. სამივე მოწმემ, რომლებიც სხვიტარიძის დაკავების ღამეს "ქორთიარდ მერიოტთან" იმყოფებოდნენ, დაადასტურეს ის, რასაც ბრალდებული ამდენი ხანია ამტკიცებს: იქ მისული პოლიციელები, სავარაუდოდ, იყვნენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ისინი ყველას ტიტუშკები ეგონათ.
ვინც იქ იყვნენ მოსულები, იყვნენ ტიტუშკები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძაიან აგრესიული მოძრაობებით, მათ შორის ვერბალურადაც ბილწსიტყვაობდნენ. კიბესთან იყვნენ ეს არაიდენტიფიცირებადი ადამიანები და ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც მახსოვს, იყო ის, რომ ალკოჰოლის ოხშივარ იდგა ამ მასაში. მაშინვე ვთქვი, რომ ეს ადამიანები არიან ალკოჰოლური თრობის ქვეშ, - თქვა დღეს დაცვის მხარის მოწმემ.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს დაცვის მხარეს სხვა მოწმეებმაც.
ცრუ მოწმეებმა კი სასამართლოს ისევ ვერაფერი უთხრეს. სინდისის კიდევ ერთი პატიმრის, ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმე სპეცრაზმელებმა ვერაფრით გაიხსენეს, რისგან მიიღეს დაზიანება რუსთაველის გამზირზე.
რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესებზე ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.