“მზიას თავისუფლებისთვის“ ჟურნალისტების მოძრაობა დაფუძნდება

27.05.25 23:41
 “მზიას თავისუფლებისთვის“ ჟურნალისტების მოძრაობა დაფუძნდება

“მზიას თავისუფლებისთვის“ ჟურნალისტების მოძრაობა დაფუძნდება, რომელში გაერთიანებული ადამიანებიც მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მოძრაობის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი იქნება.

“მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიგეგმება ღონისძიებები და აქტივობები, რათა “მზია იხსნან ტყვეობიდან“.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, არ მახსოვს ასეთი რთული პერიოდი ჰქონოდეს თავისუფალ მედიას, როგორიც ახლა აქვს. მე არ ვიცი რა იქება ხვალ მაგრამ ვიცი რა ხდება დღეს, ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა, არის ციხეში. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყოს მზიას ადგილას და ჩვენ არ გვაქვს უფლება ყველაფერი არ გავაკეთოთ ჩვეი კოლეგის გამოსახსნელდ “ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის ტყვეობიდან. 

ამ მოძრაობის მიზანია, რომ ჩვენ ვეუბნებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, კომისრებსა და ადმინისტრატორებს, არ დაგითმობთ მზიას და თავისუფლებას, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ, დავეგგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომ მზია ვიხსნათ ტყვეობიდან, ასევე მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს, -განაცხადა მთივლიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები