მზიას შემთხვევა არის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე სერიოზული გამოცდა-ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
მზიას საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი, ჩემთვის კიდევ უფრო განტკიცდა ის, რომ მზიას შემთხვევა არის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე სერიოზული გამოცდა,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ამაღლობელი არც დაწერილი და არც დაუწერელი კანონით ციხეში არ უნდა იყოს,თუმცა ვიღაცის გადაწყვეტილებით ის არის საპყრობილეში.“
მზიას საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი, ჩემთვის კიდევ უფრო განტკიცდა ის, რომ მზიას შემთხვევა არის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე სერიოზული გამოცდა. ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ არა მხოლოდ მედიამ, ჟურნალისტებმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ. ამაღლობელი არც დაწერილი და არც დაუწერელი კანონით ციხეში არ უნდა იყოს,თუმცა ვიღაცის გადაწყვეტილებით ის არის საპყრობილეში. თუ არ არის ჩადენილი სამართალდარღვევა, რომელიც უნდა ისჯებოდეს პატიმრობით, თუმცა ამის გამო ადამიანი ციხეში უნდა გამოვკეტოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თუ ამის ჩამდენს გაუვა, ხვალ არავინ იქნება დაცული. მზია ამაღლობელი ჩემთვის არის ქართველი ქალის სიძლიერის კიდევ ერთი მაგალითი, იგი არის თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი კეთლსინდისიერი, პროფესიონალი ჟურნალისტი. მინდა მას ვუთხრა მადლობა, რადგან მისი მაგალითი მმატებს სიძლიერეს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძოლო,-განაცხადა ჩიქოვანმა.